ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, სტადიონებისა და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების პროექტირების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სპორტული ობიექტების პროექტირების ტექნიკური და პროცედურული საკითხები, მათ შორის მოედნების საფარის, ტრიბუნების, დარბაზების, ფასადების, აუზების და ფუნქციური მოწყობის დეტალები.
მინისტრმა კომპანიების წარმომადგენლებს კონკურსებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური განვითარება - ერთდროულად ყველა მუნიციპალიტეტში.
რევაზ სოხაძემ ისაუბრა პროექტირების ვადების დაცვის აუცილებლობაზე, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება მშნებლობის პროცესის დროულად დაწყებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგელები.